აცხადებს, რომ ნატოში მიწვევა უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა

ბრიუსელში დღეს მუშაობას იწყებს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთთან მიმდინარე ომში უკრაინის მხარდაჭერაა. შეხვედრის წინა დღეს ოფიციალურმა კიევმა კვლავ მიმართა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს თხოვნით, რომ ნატოში გაწევრიანების ოფიციალური მიწვევა გაუგზავნოს, რასაც უსაფრთხოების გარანტად მიიჩნევს.
დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოები ანონიმ დიპლომატებზე დაყრდნობით წერენ, რომ ასეთი მიწვევა უახლოეს მომავალში ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რადგან არ არსებობს კონსენსუსი კავშირის 32 წევრ ქვეყანას შორის.
ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა უნგრეთი და , ღიად ეწინააღმდეგებიან უკრაინის ალიანსში მიწვევას. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკრაინის მიწვევისთვის მზად არ არიან და გერმანია. ერთ-ერთმა დიპლომატმა “როიტერსს” უთხრა, რომ ბრიუსელში დაგეგმილ მინისტერიალზე განხილული იქნება უკრაინისათვის დახმარება სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკების წინ, რისთვისაც კიევს “ფული, იარაღი და მობილიზაცია ესაჭიროება.”
უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ ჰყოფნის რესურსები, რომ გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ მან Kyodo News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.

მან დაუშვა კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის შესაძლებლობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება გარანტია, რომ კვლავ ვერ დაესხმება თავს უკრაინას.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ს ადმინისტრაციას სურს, უკრაინის დასახმარებლად კონგრესის მიერ მხარდაჭერილი თანხა დახარჯოს არჩეული პრეზიდენტის, ს ინაუგურაციამდე, რომელიც 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.

დარჩენილი თანხა დაახლოებით ხუთ მილიარდ დოლარამდეა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

ვახტანგ ძაბირაძე – სალომე ზურაბიშვილმა თავისი როლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ხაზარაძე-ჯაფარიძის ნაკლები აქტიურობა კი შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც გეგმაზე ფიქრობენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, პოლიტიკიდან გავიდნენ