უკრაინა აცხადებს, რომ დიდი მსხვერპლი მოჰყვა ხერსონში რუსეთის ძალებზე დარტყმას

უკრაინის არმიამ აღიარა, რომ დარტყმა განახორციელა ოკუპირებულ ხერსონზე, სადაც ს ძალები ემზადებოდნენ შეტევისთვის მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე უკრაინის ტეტ-დე-პონზე, ანუ ხიდის წინა სიმაგრეზე. მიმდინარე კვირაში ეს უკვე მეორე დარტყმაა, რომელსაც რუსეთის ძალებში დიდი მსხვერპლი მოაქვს.
ამასთან, კიევმა უარყო რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადება, რომ რუსეთის ძალებმა ხელში ჩაიგდეს უკრაინის ხიდის წინა სიმაგრე, ანუ ტეტ-დე-პონი, კრინკაზე.
“განხორციელდა სულ მცირე სამი დარტყმა რუსეთის სამხედროების კონცენტრაციის [ადგილზე] საწვრთნელ ობიექტში, ნოვაია კახოვკასთან” – უთხრა სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების პრესმდივანმა, ნატალია ჰიმენიუკმა რადიო თავისუფლებას 22 თებერვალს.
სხვა განცხადებაში ჰიმენიუკმა თქვა, რომ შეტევას ემსხვერპლა რუსეთის სულ მცირე 60 ჯარისკაცი.
რუსეთს განცხადება არ გაუვრცელებია დარტყმებზე, რომელთა შესახებ პირველად გამოცხადდა ტელეგრამის უკრაინულ არხზე DeepState და ომის მომხრე რუსი ბლოგერების მიერ. ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.
რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან 20 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე შოიგუმ თქვა, რომ კრინკა “გაწმენდილია”, თუმცა უკრაინის არმიამ მის განცხადებას “ფაქტების გაყალბება” უწოდა.
უკრაინის ძალებმა 2022 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს ქალაქი ხერსონი და დანარჩენი რეგიონი დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, რის გამოც რუსეთის ძალებს მდინარის მეორე მხარეს მოუწიათ გადალაგება. შარშან ს სამხედროებმა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე შეძლეს ხიდის წინა მცირე სიმაგრის დაარსება, რომელსაც რუსეთი მუდმივად უტევს.
ხერსონში რუსეთის ძალებზე უკრაინის სავარაუდო დარტყმა ბოლო დღეებში მეორეა – მანამდე, 21 თებერვალს ბიბისი იუწყებოდა, რომ უკრაინის ძალებმა დარტყმა განახორციელეს საწვრთნელ ცენტრზე მოსკოვის მიერ ოკუპირებულ დონეცკში, რასაც სულ მცირე 60 რუსი სამხედრო ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა