აცხადებს, რომ დარტყმა განახორციელა რუსეთის სამხედრო ობიექტზე ოკუპირებულ ყირიმში

უკრაინა 4 იანვარს აცხადებს, რომ დარტყმა განახორციელა რუსეთის სამხედრო ობიექტზე ევპატორიასთან ახლოს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე – მას მერე, რაც რეგიონში გამოცხადდა საჰაერო განგაში და სევასტოპოლში ისმოდა აფეთქებების ხმა.
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, მიკოლა ოლეშჩუკმა ტელეგრამით მადლობა გადაუხადა პილოტებს და “ყველას, ვინც დაგეგმა ეს ოპერაცია, სრულყოფილი საბრძოლო საქმისთვის”.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მანამდე აცხადებდა, რომ მისმა ძალებმა აღკვეთეს უკრაინის შეტევა – თუმცა განცხადება არ გაკეთებულა უშუალოდ ევრპატორიაში აფეთქებაზე.
სევასტოპოლის რუსეთის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა თქვა, რომ “საჰაერო ძალების რეგულარული საშუალებებით ყირიმის ნახევარკუნძულის თავზე განადგურებულ იქნა” უკრაინის 10 რაკეტა. მისი თქმით, ერთი ადამიანი დაშავდა რაკეტის ნამტვრევის ჩამოვარდნის შედეგად. რაზვოჟაევი ამბობს, რომ სამაშველო სამსახურები ადგილზე იმყოფებიან და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
“კრიმ რეალიის” კორესპონდენტი იუწყება, რომ სევასტოპოლში გაისმა 10 აფეთქების ხმა. მანამდე ქალაქში საჰაერო განგაში გამოაცხადეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია