-სგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს, მადლობელი ვარ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

„უკრაინა აშშ-სგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
„ეს არის ახალი თავდაცვითი პაკეტი ჩვენი სახელმწიფოსთვის ამერიკის შეერთებული შტატებისგან. მადლობელი ვარ. კერძოდ, იქნება მეტი არტილერია – ჭურვები, რაც ახლა საჭიროა“, – განაცხადა ზელენსკიმ საღამოს მიმართვისას.
ზელენსკის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინაში ომის შეწყვეტის შემთხვევაში რუსეთს შეუძლია საკმარისად აღადგინოს თავისი ჯარები და ნატოს აღმოსავლეთით მდებარე წევრ ქვეყნებს თავს დაესხას 2029 წლამდე – გერმანიის თავდაცვის მინისტრი