-ის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა, დარჩენილია მცირე დეტალები – CBS News

CBS News -ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ომის დასასრულებლად აშშ-ის მიერ წარდგენილ სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.
წყაროსვე ინფორმაციით, მოსაგვარებელია რამდენიმე მცირე დეტალი.
“უკრაინელები დათანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებას. დარჩენილია ზოგიერთი მცირე დეტალი მოსაგვარებლად, მაგრამ ისინი სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდნენ“, – განუცხადა წყარომ CBS News.
უნდა აღინიშნოს, რომ ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა რუსტემ უმიეროვმა განაცხადეს, რომ წინადადებაზე მიღწეულია საერთო გაგება, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ დასამუშავებელია.
უმეროვმა ასევე დასძინა, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ნოემბრის ბოლომდე უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში ჩავიდეს შეთანხმების დასასრულებლად.
ამის პარალელურად, CBS News წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა აბუ დაბიში რუსეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართა.
“ჩვენ კვლავაც ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. მდივანი დრისკოლი ოპტიმისტურადაა. ვიმედოვნებთ, რომ მალე მივიღებთ პასუხს რუსებისგან. ეს სწრაფად მიდის”, – ციტირებს წყაროს CBS News.(ფორმულა)

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია