უკრაინა აშშ-ის, ევროპის და რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის სამ ადგილს განიხილავს

უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის სახელმწიფოებისა და ს წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზებას აპირებს და ამ შეხვედრისთვის სამ ადგილს განიხილავს.
პრეზიდენტმა მ კიევში, 19 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ს სურს ორგანიზება მაღალი დონის შეხვედრის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ , უკრაინა, რუსეთი, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა და დიდი ბრიტანეთი.
ზელენსკის ინფორმაციით, შეხვედრა შესაძლოა, გაიმართოს თურქეთში, ვატიკანში, ან შვეიცარიაში. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, საქმე ეხება არა კომფორტს, არამედ იმას, თუ ვინ შეძლებს შეხვედრის ორგანიზებას შესაბამისი შედეგით.
ამ ეტაპზე უკრაინა მთავარ მიზნად ასახელებს ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვეტას.
16 მაისს უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება გამართეს თურქეთის ქალაქ სტამბოლში. მხარეები ტყვეთა გაცვლაზე შეთანხმდნენ. რუსეთმა ისევ უარი თქვა ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვეტაზე.
18 მაისს, რომის პაპთან, ლეო XIV-სთან ვატიკანში შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვატიკანს მადლობას უხდიან მზადყოფნისთვის, გახდეს პლატფორმა უკრაინისა და რუსეთის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის.
ფორუმი