არ უნდა იყოს იძულებული, ომის დამნაშავე პუტინს მიწები დაუთმოს – უიკერი

უკრაინა არ უნდა იყოს იძულებული, ომის დამნაშავე პუტინს მიწები დაუთმოს – ასე ეხმაურება -ს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი ტრამპის 28-პუნქტიან “სამშვიდობო გეგმას”.
როგორც სენატორი სოციალურ ქსელში წერს ე.წ. სამშვიდობო გეგმა რეალურ პრობლემებს შეიცავს.
“ეს ე.წ. სამშვიდობო გეგმა რეალურ პრობლემებს შეიცავს და მე ღრმად სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ მშვიდობას მიაღწევს.
არ უნდა იყოს იძულებული, რომ მიწები დაუთმოს მსოფლიოს ყველაზე აშკარა ომის დამნაშავეს ვლადიმირ პუტინის სახით. უკრაინის შეიარაღებული ძალების ზომა და განლაგება არის მისი მთავრობისა და ხალხის სუვერენული არჩევანი და ნებისმიერმა გარანტიამ, რომელიც პუტინზე გაიცემა, არ უნდა დააჯილდოოს მისი მავნებლური საქციელი ან არ უნდა გამოუთხაროს ძირი -ს ან მოკავშირეების უსაფრთხოებას.
კერძოდ, ნებისმიერ წინადადებას იმის შესახებ, რომ პუტინის მსგავს სერიულ მატყუარასთან და მკვლელთან იარაღის კონტროლის კუთხით თანამშრომლობა შეგვიძლია, დიდი სკეპტიციზმით უნდა მოვეპყროთ”, – წერს როჯერ უიკერი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლკი სამშვიდობო გეგმაზე – პრაგმატიზმი მოითხოვს ომის შეჩერებას ამ ეტაპზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ნგრევა და მსხვერპლი გაგრძელდება – ზოგს აწყობს მშვიდობა, ზოგს – ომის განვითარება, ამ შემთხვევაში ევრობიუროკრატია „ომის პარტიად“ გვევლინება