უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობის მოლაპარაკებებში საუდის არაბეთში და არ აღიარებს არც ერთ შეთანხმებას კონფლიქტის გადაწყვეტაზე, რომლებიც იქ იქნება მიღწეული. მისივე თქმით, უკრაინულმა მხარემ დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ არაფერი იცოდა.
,,უკრაინა ნებისმიერ მოლაპარაკებებს, რომლებიც უკრაინის გარეშე მიმდინარეობს განიხილავს ისეთად, რომელსაც შედეგი არ აქვს. ჩვენ არ შეგვიძლია ვაღიაროთ შეთანხმება, რომელიც ჩვენს შესახებ, ჩვენს გარეშე მიიღწევა.”- განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განმარტა, რომ მისი ოფიციალური ვიზიტი საუდის არაბეთში 18 თებერვალს შედგება და მის ვიზიტს „არავითარი კავშირი არ აქვს იმ მოვლენებთან, რაც ხდება შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლების დონეზე.“- განაცხადა მან.
14 თებერვალს ტრამპმა დააანონსა რუსეთის, უკრაინისა და შეერთებული შტატების მაღალი რანგის წარმომადგენლების შეხვედრა საუდის არაბეთში. ამას წინ უძღოდა მისი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რის შემდეგაც მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას მოლაპარაკებების „დაუყოვნებლივ“ დაწყებაზე.
