არ ეთანხმება NATO-ს წევრობაზე უარს, რომელიც ომის დასრულების გეგმის წინა ვერსიაში იყო… ეს წევრების არჩევანია, სურთ, თუ არა უკრაინა – ზელენსკი

უკრაინა არ ეთანხმება ნატო-ს წევრობაზე უარს, რომელიც ომის დასრულების გეგმის წინა, 28-პუნქტიან ვერსიაში იყო შეტანილი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
როგორც მ ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება ნატო-ს წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული და არა რუსეთთან შეთანხმებებზე.
„ეს არის შეთანხმება ამერიკას, ს, ევროპასა და რუსეთს შორის. ჩვენი აზრით, ეს ნატო-ს წევრების არჩევანია – სურთ უკრაინის წევრობა, თუ არა. ჩვენ არჩევანი უკვე გაკეთებული გვაქვს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა .
მისივე თქმით, უკრაინა ალიანსში გაწევრიანებაზე უარის თქმის მოთხოვნას არ შეასრულებს.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ შესაბამისი არგუმენტები მოიპოვა.
„ნატო-ს და რუსეთს სურთ, მომავლის შესახებ ცალკე მოილაპარაკონ. მე ვფიქრობ, რომ ამ ცალკეულ შეთანხმებებში ისინი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს წამოჭრიან, მაგრამ ეს მაინც ვიღაცის ვიღაცასთან შეთანხმებაა და არა ჩვენი. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის მომავლისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
1tv.ge