,,უკრაინა არ გვთხოვს ჯარების გაგზავნას, მაგრამ ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ” – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

უცხოელ სამხედროებს შეეძლებათ, დახმარება გაუწიონ კიევს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, განაღმვა, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნმა ში უცხოური ჯარების გაგზავნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„უკრაინა არ გვთხოვს ჯარების გაგზავნას. ახლა უკრაინა ჩვენ საბრძოლო მასალას გვთხოვს. მომდევნო თვეებში ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, არ უნდა მიუთითებდეს დასავლეთს, როგორ დაეხმარება ის უკრაინას მომდევნო თვეებში ან წლებში.
„რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, როგორ ვიმოქმედებთ ჩვენ, არც წითელი ხაზების დაწესებაა მისი გადასაწყვეტი. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ეს ჩვენ შორის“, – განაცხადა სეჟურნმა.