უკრაინა აპირებს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ჯარში გაწვევას

უცხოეთში მცხოვრები 25-60 წლის უკრაინელი კაცები მომავალ წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაწვევის პუნქტებში უნდა გამოცხადდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სანქციები დაეკისრებათ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განუცხადა ტელეკომპანია WELT TV-ს, გამოცემებს, Bild-სა და Politico-ს.
უმეროვის თქმით, განხილვის საგანია სანქციები, რომლებიც ნებაყოფლობით გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაეკისრებათ პირებს.
იუწყებიან, რომ ს დამატებით 450 ათასიდან 500 ათასამდე სამხედროს მობილიზება სურს, თუმცა გადაწყვეტილების ფინანსურ-პოლიტიკური პირობები ჯერ არ ჩამოუყალიბებიათ.
უკრაინის პრეზიდენტმა მ მობილიზაციას „მგრძნობიარე საკითხი“ უწოდა.
უმეროვის თქმით, აუცილებელია თანმიმდევრულობა. მომავალმა სამხედრო მოსამსახურეებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, რას ისწავლიან და რით აღიჭურვებიან, სად და როდის იმსახურებენ და როდის გათავისუფლდებიან.
Welt-ი წერს, რომ გაწვევის შიშით ბევრმა უკრაინელმა მამაკაცმა დატოვა ქვეყანა. ამასთან, უკრაინელი სამხედროები წააწყდნენ ს მზარდ შეტევით ტემპს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან.