უკრაინა აპირებს, მცირე მოცულობით განაახლოს ელექტროენერგიის ექსპორტი

უკრაინას დაგეგმილი აქვს, 21 აპრილს განაახლოს მცირე მოცულობით ელექტროენერგიის ექსპორტი. მაგრამ, როგორც უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, ენერგიის მოხმარების პიკურ პერიოდებში მოსალოდნელია ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი იმპორტი.
მ მკვეთრად გაზარდა ელექტროენერგიის იმპორტი და შეაჩერა ექსპორტი მას შემდეგ, რაც მარტის ბოლოსა და აპრილის დამდეგს რუსეთმა შეტევების სერია განახორციელა მის ენერგეტიკის სისტემაზე.
„დღეს არ მოველით ელექტრომომარაგების შეფერხებას ან საგანგებო დახმარებას,“ ნათქვამია უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის ხელისუფლების თანახმად, 21 აპრილს შესაძლებელია განხორციელდეს 139 მეგავატსაათი ელექტროენერგიის ექსპორტი და 8430 მეგავატსაათის იმპორტი.