უკრაინა ამერიკის შეერთებულ შტატებთან რესურსების თაობაზე შეთანხმების პროექტის გაჟონვას იძიებს-FT

უკრაინის პრეზიდენტმა მ სახელმწიფო უშიშროების სამსახურს დაავალა გამოიძიოს ბუნებრივი რესურსების თაობაზე შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებული შეთანხმების უახლესი პროექტის გაჟონვა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაზეთის თანამოსაუბრეებმა თქვეს, რომ რამდენიმე სამინისტროს თანამშრომლები სიცრუის დეტექტორზე შეამოწმეს. მაგრამ უცნობია, თუ სულ რამდენი ადამიანი დაიკითხა.

გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც უკრაინის ვერხოვნა რადის დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა 26 მარტს გამოაქვეყნა ხელშეკრულების პროექტის დეტალები. მან არ გაამჟღავნა, თუ როგორ მოიპოვა დოკუმენტის ასლი.
FT აღნიშნავს, რომ გამოძიება მიმდინარეობს კიევსა და -ის პრეზიდენტ ს ადმინისტრაციას შორის შემოთავაზებული გარიგების პირობების გამო წარმოქმნილი მზარდი დაძაბულობის ფონზე. მანამდე ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები დაჟინებით მოითხოვს ხელშეკრულების დადებას, რომელიც გავრცელდება უკრაინის ყველა ბუნებრივ წიაღისეულზე, მათ შორის ნავთობსა და გაზზე, ასევე ქვეყნის მთავარ ენერგეტიკულ აქტივებზე.
უკრაინის მაღალჩინოსნებმა FT-ს განუცხადეს, რომ გარიგებამ შეიძლება შეარყიოს უკრაინის სუვერენიტეტი, მოგება მიმართოს საზღვარგარეთ და გაზარდოს ქვეყნის დამოკიდებულება ვაშინგტონზე.

დონალდ ტრამპმა ამ კვირაში დაადანაშაულა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გარიგებაზე “უარის თქმის მცდელობაში”. მან ასევე დასძინა, რომ ზელენსკის “დიდი პრობლემები” შეექმნება, თუ შეთანხმებას მალე არ მოაწერს ხელს.
დონალდ ტრამპმა ეს 30 მარტს ჟურნალისტებს უთხრა პრეზიდენტის თვითმფრინავში, რომლითაც უქმე დღეების შემდეგ ფლორიდის რეზიდენციიდან ვაშინგტონში დაბრუნდა.

მანამდე დასავლეთის და უკრაინის მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ს წარუდგინა შეთანხმების განახლებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ბუნებრივ რესურსებზე სრულ კონტროლს უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს