უკრაინა ამბობს, რომ ღამით 28 დრონი და 4 რაკეტა ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ოთხშაბათს ღამით ს მიერ გაშვებული 32 დრონიდან მათ 28 ჩამოაგდეს, 8 რაკეტიდან კი – ოთხი გაანადგურეს.
ს ცნობით, 25 სექტემბერს გაშვებული რუსეთის რაკეტების სამიზნე ქვეყნის სამხრეთი, ოდესის რეგიონი იყო. ოდესის გუბერნატორი ოლეჰ კიფერი ამბობს, რომ ერთი რაკეტა ღია სივრცეში ჩამოვარდა და ხანძარი გამოიწვია, თუმცა ის უკვე ჩააქრეს. რაკეტის ნამსხვრევებმა ორი სატვირთო ავტომბილიც დააზიანა, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.
კიევის რეგიონის გუბერნატორის, რუსლან კრავჩენკოს განცხადებით, დრონებით თავდასხმას კრიტიკული ინფრასტრუქტურა არ დაუზიანებია.
ოთხშაბათს ღამით თავდასხმა მოხდა ხარკივზეც, გავრცელებული ინფორმაციით იქ, აეროდრომის ერთ-ერთი ნაგებობა დაზიანდა.
ქალაქ ხარკივზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა სამშაბათსაც, 24 სექტემბერს. მართული რაკეტებით იერიშს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 36-ზე მეტი კი დაშავდა.
რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს გამუდმებით უარყოფს, თუმცა მის იერიშებს ორწელიწადნახევრის განმავლობაში ათასობით უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ