უკრაინა ამბობს, რომ მნიშვნელოვანი რუსული საჰაერო ხომალდი გაანადგურა

უკრაინამ განაცხადა, რომ აზოვის ზღვის მიდამოებში, ს საჯაშუშო ავიახომალდი – “ბერიევ A-50” და “ილუშინ II-22” გაანადგურა.
“უკრაინის საჰაერო ძალეებმა გაანადგურა მტრის შორი რადიუსის რადარების აღმომჩენი საჰაერო ხომალდი და მათი ილ-22 საჰაერო კონტროლის ცენტრი. მადლიერი ვარ, აზოვის ზღვის რეგიონში, უკრაინის საჰაერო ძალების ამ შესანიშნავად დაგეგმილი და შესრულებული ოპერაციის გამო”, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური, , “ტელეგრამზე” ორშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ჟურნალისტებს ამ განცხადების დამოუკიდებლად გადამოწმების საშუალება არ აქვთ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კი, საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” წერილობით კითხვაზე პასუხი ჯერ არ გაუცია.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, A-50 საჰაერო ხომალდის ღირებულება 330 მილიონ დოლარს აღწევს. არ აკონკრეტებს, როგორ გაანადგურეს თვითმფრინავები.
A-50 პირველად საბჭოთა პერიოდში გამოიყენეს, ის ადრეული შეტყობინებისა და კონტროლის სისტემის მქონე საჰაერო ხომალდია, რომელსაც ტერიტორიის სკანირება და მტრის საჰაერო ხომალდის, გემისა თუ რაკეტების აღმოჩენა, რამდენიმე ასეული კილომეტრის რადიუსით შეუძლია.
ზოგიერთი რუსი სამხედრო ბლოგერი წერს, რომ ამ ხომალდის განადგურება რუსეთის საჰაერო ძალებისთვის უდიდესი დანაკარგი იქნება, რადგან ამჟამად, მწყობრში, სულ რამდენიმე მათგანიღაა დარჩენილი.
“ეს იქნება კიდევ ერთი შავი დღე რუსეთის საჰაერო თავდაცვისა და აეროკოსმოსური ძალებისთვის”, – წერს “Rybar” -ი, ბლოგერი, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და ში რუსეთის ომის აქტიური მხარდამჭერია. ის ფრონტზე მიმდინარე მოვლენებს დაუყოოვნებლივ აშუქებს. “ბევრი A-50 აღარ არის [დარჩენილი]. სპეციალისტებიც, რომლებსაც მათი გამოყენება შეუძლიათ, ასევე ცოტაა. თუკი ამგვარი საჰაერო ხომალდი დაზიანდა, მასზე იერიში მიიტანეს, ეკიპაჟი ალბათ ვერ გადარჩება”, – ამბობს ის. თუმცა, ამ დროისთვის ისიც უცნობია, სულ რამდენი ასეთი ფუნქციური თვითმფრინავი ჰყავს რუსეთს.
2021 წელს, ბრიტანული ორგანიზაციების შეფასებით, მოსკოვს 9 ასეთი ხომალდი ჰქონდა, მათ შორის, 4 მოდერნიზებული. გასულ წელს რუსეთი ამტკიცებდა, რომ მოდერნიზებული A-50U თვითმფრინავები უკრაინაში მისიის შესასრულებლად გამოიყენებოდა.
საჰაერო ხომალდს, რომელსაც ნატო “მეინსთეის” უწოდებს, შეუძლია ერთდროოულად 300 სამიზნე დააფიქსიროს. 800 კილომეტრის სიშორეზე კი რაკეტის გაშვებაც შეუძლია აღმოაჩნიოს. რაც შეეხება სახმელეთო და საზღვაო სამიზნეებს, მათი დაფიქსირება 300 კმ-ში შეუძლია.