უკრაინა ამბობს, რომ იარაღის შესყიდვებში კორუფციული სქემა გამოავლინა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) განაცხადა, რომ იარაღის შესყიდვებში აღმოაჩინა კორუფციული სქემა.
„[გამოვლენილია] თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკები და იარაღის მიმწოდებელი „ლვოვის არსენალის“ მენეჯერები, რომლებმაც მოიპარეს თითქმის 1,5 მილიარდი გრივნა ($40 მილიონამდე) ჭურვების შეძენისას“, – განაცხადა SBU-მ.
ოფიციალური ინფორმაციით, ჭურვების შესყიდვაზე კონტრაქტი დაიდო „ლვოვის არსენალთან“ 2022 წლის აგვისტოში და გადახდა მოხდა წინასწარ, თუმცა უკრაინულ ჯარს არანაირი იარაღი არ მიუღია. თანხა კი, გადავიდა გარკვეულ უცხოურ ანგარიშებზე.
ენდემური კორუფციის აღმოფხვრა რჩება მთავარ საკითხად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. სამხედრო ძალებში კორუფცია კი განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია ში.
თავდაცვის მინისტრი ოლექსიი რეზნიკოვი გაათავისუფლეს გასული წლის სექტემბერში სხვადასხვა კორუფციული საქმის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა