უკრაინა ადასტურებს რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავის ჩამოგდებას

უკრაინის არმიამ გაანადგურა ს A-50-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავი – აცხადებს საჰაერო ძალების მეთაური, მიკოლა ოლეშჩუკი 23 თებერვალს.
“A-50, წარწერით ‘ბაიანი’ უკანასკნელად გაფრინდა” – დაწერა ოლეშჩუკმა ტელეგრამით.
მანამდე უკრაინის არმიის და რეგიონების წარმომადგენელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 27 დაიჭრა რუსეთის მხრიდან რაკეტებით და დრონებით მოწყობილი თავდასხმების შედეგად, უკრაინის რამდენიმე რეგიონში.
უკრაინის არმიის გენერალური შტაბის მიერ 23 თებერვლის საღამოს გავრცელებული ცნობებით, არმიამ ფრონტის მთელ ხაზზე შეძლო რუსეთის ძალების მოგერიება. ამავე წყაროს თანახმად, დღის განმავლობაში ფრონტის ხაზზე მოხდა 58 შეტაკება.

ასევე დაგაინტერესებთ