ადასტურებს, რომ დღეს რუსეთთან ტყვეები უნდა გაეცვალათ

უკრაინული მხარე ადასტურებს, რომ დღეს, 24 იანვარს, სა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლა უნდა მომხდარიყო, იუწყება უკრაინული „რადიო თავისუფლება“ მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსპიკერზე, ანდრიი იუსოვზე დაყრდნობით.
„შემიძლია გითხრათ, რომ დღეისთვის დაგეგმილი გაცვლა ჯერჯერობით არ მომხდარა“, – ამბობს იგი. იუსოვის თქმითვე, ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილ სატვირთო-სამხედრო თვითმფრინავ „ილ-76“-ზე 60-ზე მეტი უკრაინელი ტყვე იყო, ამ ეტაპზე მოწმდება.
რუსული სამხედრო თვითმფრინავი „ილ-76“ ბელგოროდის ოლქში რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდა. მოსკოვში ამბობენ, რომ დაღუპულთა შორის 65 უკრაინელი ტყვე იყო და ხომალდის ჩამოგდებაში უკრაინას ადანაშაულებენ. კიევში არც უარყოფენ, და არც ადასტურებენ ამ თვითმფრინავის ჩამოგდებას უკრაინული ძალების მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ: შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა, გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ – ლაზარე გრიგორიადისის „გაგმირება“ გვახსოვს, შემდეგ რა სცადა „ხანდაზმულმა ლაზარემ“, ელისაშვილს ვგულისხმობ, ისიც ვნახეთ

ირაკლი კირცხალია – ვსაუბრობთ ოპტიმიზაციასა და ეფექტურობაზე, რაც კონვერტირდება ერთ რაიონში ლამაზი, თანამედროვე სტანდარტების სამთავრობო ქალაქის შექმნის იდეაში – ეს არცერთ ვარიანტში ბიუჯეტს არ უნდა დააწვეს