უკრაინა გახდება პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც Starlink-ის მობილური ინტერნეტი გაეშვება.
როგორც უკრაინული მობილურ ოპერატორში, Kyivstar-ში ამბობენ, ევროპისთვის ეს სამაგალითო პროექტი იქნება.
“სტარლინკის” მობილური ინტერნეტიუს სერვისი ილონ მასკის კომპანიას უკვე დანერგილი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ექსკლუზიური უფლება T-Mobile-მა მოიპოვა.
Kyivstar-ის გენერალური დირექტორის, ოლექსანდრ კომაროვის თქმით, Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის დახმარებით WhatsApp-ში, Signal-ში და მსგავს აპლიკაციებში მესიჯების გაგზავნას მომხმარებლების მიმდინარე წლის ბოლოს შეძლებენ, ინტერნეტის სერვისის სრულყოფილად გაშვება სრულყოფილად 2026 წლის მეორე ნახევრიდანაა დაგეგმილი.
