უკრაინაში SOCAR-ის ბოიკოტისკენ მოუწოდებენ

“Meydan.Tv-ის” ინფორმაციით, ში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია “SOCAR-ის” ბენზინგასამართ სადგურების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.
უკრაინელი აქტივისტები ამას “SOCAR-სა” და “გაზპრომს” შორის თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმების გაფორმებით ხსნიან. ამ ქმედების საპასუხოდ, სოციალურ ქსელებში გაჩნდა მრავალი პუბლიკაცია, სადაც მოუწოდებენ, არ ისარგებლონ ქვეყანაში “SOCAR-ის” ბენზინგასამართი სადგურებით.
საწვავის მსხვილმა უკრაინელმა იმპორტიორმა, კომპანია “Prime-ს” დამფუძნებელმა დიმიტრი ლეუშკინმა განაცხადა, რომ უკრაინის სამართალდამცავმა უწყებებმა დეტალურად უნდა შეისწავლონ “SOCAR-ის” საქმიანობა.
BRICS-ში აზერბაიჯანის წევრობის შესახებ განცხადების ფონზე, გამოჩნდა დეტალები უკრაინაში მისი კომპანია “SOCAR-ის” საქმიანობის შესახებ. ლეუშკინის განცხადებით, რუსული ნავთობ პროდუქცია შესაძლოა მისი მეშვეობით შემოვიდეს ქვეყანაში.
ბიზნესმენმა უკრაინის სახელმწიფო და კერძო კომპანიებს მოუწოდა უარი თქვან “SOCAR-თან” თანამშრომლობაზე.
“ძალიან უსიამოვნოა, რომ აზერბაიჯანელები ასე გვექცევიან. ჩვენ უპასუხოდ არ უნდა დავტოვოთ მათი შესვლა BRICS-ში. მათთვის ჩვენი ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია და აქ საკმარისი აქტივები აქვთ. გთხოვთ, საკუთარი თავის პატივისცემას. თუ ამ საქმეს ასე დავტოვებთ, ხვალ ახალ გამოვლინებებს ექნება ადგილი”, – განაცხადა მეწარმემ.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ და გაზპრომმა შეთანხმებას მრავალფეროვანი სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებაზე ს პრეზიდენტის ს ბაქოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში მიაღწიეს.