უკრაინაში Rheinmetall-ის პირველი სამხედრო საწარმო ამოქმედდა

გერმანული სამხედრო კომპანიის Rheinmetall-ის პირველმა ქარხანამ ში 11 ივნისს დაიწყო ფუნქციონირება. ეს ქარხანა გერმანული Rheinmetall-ის და უკრაინული სახელმწიფო საწარმოს – Ukroboronprom-ის საერთო ძალისხმევით აშენდა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული ინდუსტრიების მინისტრმა ალექსანდრ კამიშინმა გაავრცელა.
საწარმო უკრაინას საშუალებას მისცემს, დასავლეთიდან მიღებული სამხედრო ტექნიკა ადგილზე შეაკეთოს და დაიწყოს სამხედრო წარმოებაც. კამიშინის ცნობით, დაგეგმილია, რომ საწარმო სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების წარმოებას დაიწყებს. უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, საწარმოს ზუსტი ლოკაცია მედიაში არ გასაჯაროვებულა.
“მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ დავეხმარებით არა მხოლოდ შეიარაღებულ ძალებს, არამედ ეკონომიკასაც. საწარმოში გერმანული მხარის ზედამხედველობის ქვეშ უკრაინელი სპეციალისტები იმუშავებენ.” – თქვა ალექსანდრ კამიშინმა.
გერმანული კომპანიის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ 2023 წელს დააანონსეს, რომ უკრაინაში სამხედრო წარმოების გაფართოებას და უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობას გეგმავდნენ. როგორც ცნობილია, Rheinmetall-თან ერთად უკრაინაში კიდევ სამი სამხედრო საწარმოს გახსნაა დაგეგმილი, რათა 2024 წელს უკრაინამ იარაღის წარმოების ლოკალიზება შეძლოს. გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება უკრაინაში არტილერიის ჭურვების, ტყვია-წამალს და ხომალდსაწინააღმდეგო იარაღს.
კომპანია Rheinmetall-ს აქამდე უკრაინისთვის გადასაცემად სხვადასხვა ტიპის იარაღის ან სამხედრო ტრანსპორტის შეკეთების ან წარმოების შეკვეთებს ასრულებდა.