უკრაინაში 909 დაღუპული სამხედროს ცხედრები დააბრუნეს

უკრაინაში 909 დაღუპული სამხედროს ცხედრები დააბრუნეს. ამის შესახებ იტყობინება სამხედრო მოსამსახურეებისადმი მოპყრობის საკითხების უკრაინული საკოორდინაციო შტაბი.
მათ შორის არიან კურახოვოს, ბახმუტის, უგლედარის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე დაღუპულები, ასევე იმ ჯარისკაცების ცხედრები, რომლებიც ს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ საფლავებში.
ცხედრების გადატანას უკრაინის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა ახორციელებს. როგორც აღნიშნავენ, სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებათა თანამშრომლებთან ერთად დაადგენენ დაღუპულთა ვინაობას.
საკოორდინაციო შტაბმა დააზუსტა, რომ დაღუპულთა დაბრუნება მოხერხდა თავად შტაბის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უკრაინის ვერხოვნა რადის ადამიანის უფლებების რწმუნებულის, განსაკუთრებულ ვითარებებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხების სამდივნოს, უკრაინის საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახურისა და უკრაინის სხვა სტრუქტურების წარმომადგენელთა ძალისხმევით.
გარდა ამისა, დაღუპულთა ცხედრების დაბრუნებაში დახმარება გასწია საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ეუთოს გენმდივნის ვიზიტზე – არის მოლოდინი, რომ „დიფ სთეითის“, ამჟამად ბრიუსელის მხრიდან ოპოზიციას კიდევ ექნება დახმარება, ამ დონის ადამიანის ჩამოსვლა კი ერთ-ერთი რესურსია, რომ ამას წერტილი დაესვას – ასეთი ვიზიტები ისტერიკაში აგდებს ოპოზიციას