უკრაინაში 90 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა – ჟურნალისტები

ბიბისის და “მედიაზონის” გამოძიების თანახმად, ჟურნალისტებმა და მოხალისეებმა ღია წყაროების საშუალებით შეძლეს დაედგინათ მინიმუმ 90 ათასი რუსი ჯარისკაცის სახელი, რომლებიც ს მიერ ში შეჭრის დროს დაიღუპნენ. მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში 1964 რუსი სამხედროს დაღუპვა დადასტურდა.

კვლევის ავტორების აზრით, დაღუპულთა 23 პროცენტი-ანუ თითქმის ოთხიდან ერთი-ის ხალხია, ვინც ომის დაწყების შემდეგ კონტრაქტებს მოაწერა ხელი. 2023 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 14 პროცენტი იყო.
დაღუპულთა ნახევარზე მეტი არ იყო დაკავშირებული რუსეთის არმიასთან ომის დაწყების დროს. მათგან 17 პროცენტი პატიმარია, 12 პროცენტი – წვევამდელი. ჟურნალისტებმა “მოხალისეებს” მიაკუთვნეს პირებს, ვინც თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტები სასამართლო პროცესის ან სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე გააფორმეს. დაღუპულთა რიცხვმა მათ შორის მკვეთრად მოიმატა 2023 წლის ოქტომბრიდან. “მოხალისეებს” შორის საერთო დანაკარგები, თითქმის 21 ათასი ადამიანი, ყველაზე მაღალია.

გამომძიებელი ჟურნალისტები დაღუპულ რუს ჯარისკაცთა სიებს ღია წყაროებიდან მიღებული ცნობების საფუძველზე ადგენენ. ღია წყაროებს განეკუთვნება: მედია, ადგილობრივი ადმინისტრაციების განცხადებები, სოციალურ ქსელებში დაღუპულთა ნათესავების პოსტები და სასაფლაოების მონაცემები.

· მოსკოვი და არ აცხადებენ უკრაინაში ომის პერიოდში თავიანთ დანაკარგებს და მხოლოდ მოწინააღმდეგის დანაკარგებზე ლაპარაკობენ. სამხედრო კონფლიქტებში მხარეები ხშირად აზვიადებენ ხოლმე საკუთარ წარმატებას და ამცირებენ მოწინააღმდეგისას. BBC-სა და „მედიაზონის“ კვლევა დაღუპულთა რაოდენობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამოუკიდებელი შეფასებაა.
· რეალური დანაკარგი შეიძლება ბევრად უფრო მაღალი იყოს, რადგან ჟურნალისტების ანალიზმა შეიძლება მოიცვას რეალური სიკვდილიანობის 45-დან 65 პროცენტამდე.
· უკრაინის პრეზიდენტმა გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ ომში 43 000 ჯარისკაცი დაიღუპა და 370 000 ჯარისკაცია დაჭრილი.
· -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალური მედიის პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ კიევმა დაახლოებით 400 000 ჯარისკაცი დაკარგა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია სოფელ შრომაში ახალგაზრდა მამაკაცის დაშავების შესახებ, რომელსაც სასწრაფო დახმარება სჭირდება, მათთვის ცნობილია და შესაბამისი რეაგირება ექნებათ