უკრაინაში 18-დან 22 წლის ასაკის მამაკაცებს საზღვრის შეუფერხებლად გადაკვეთის უფლება მიეცათ

უკრაინის მთავრობამ საომარი მდგომარეობის დროს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესები განაახლა, რის შედეგად, 18-დან 22 წლამდე ასაკის მამაკაცებს საზღვრის შეუფერხებლად გადაკვეთის უფლება მიეცათ, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, იულია სვირიდენკო „ტელეგრამ“ არხზე იუწყება.
„საუბარია შესაბამისი ასაკის ყველა მოქალაქეზე“, – აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.
მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ასევე ეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო საზღვარგარეთ აღმოჩნდნენ.
„გვსურს, რომ უკრაინელებმა უკრაინასთან კავშირები მაქსიმალურად შეინარჩუნონ. ცვლილებები დადგენილების ოფიციალური გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე ამოქმედდება“, – წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი