უკრაინაში ჰოლოდომორის ხსოვნის დღე აღნიშნეს

უკრაინაში 22 ნოემბერს ჰოლოდომორის ხსოვნის დღე აღნიშნეს, იმ ფონზე, როცა წინა ღამით რუსეთმა მასშტაბური თავდასხმები განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ, და, პარალელურად, კიევზე იზრდება ზეწოლა -ის მხრიდან შემუშავებულ სამშვიდობო შეთანხმებაზე დასათანხმებლად.
უკრაინელები ნოემბრის მეოთხე შაბათს აღნიშნავენ ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს – საბჭოთა ხელისუფლების მიერ 1930-იან წლებში გამოწვეული შიმშილის, რომელსაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
“ყველამ ვიცით როგორ და რატომ” მოხდა შიმშილი, წერს უკრაინის პრეზიდენტი, პლატფორმაზე X.
“და ახლა კიდევ ერთხელ ვიცავთ თავს რუსეთისგან – რუსეთისგან, რომელიც არ შეცვლილა და რომელსაც კვლავ სიკვდილი მოაქვს” – დასძენს უკრაინის პრეზიდენტი.
ზელენსკის არ უხსენებია -ის მიერ შემუშავებული სამშვიდობო შეთანხმების გეგმა, თუმცა დაწერა – “უკრაინას ვიცავდით, ვიცავთ, და ყოველთვის დავიცავთ. რადგან ეს ჩვენი ერთადერთი სახლია. და ჩვენს სახლში ვერასოდეს იბატონებს”.
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს 27 ნოემბრამდე დათანხმდეს 28-პუნქტიან შეთანხმებას – ტრამპი აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ის მხარდაჭერა შეჩერდება.
გეგმა ითვალისწინებს უკრაინის მხრიდან ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტის დათმობას, არმიის შემცირებას 880,000-დან 600,000 სამხედრომდე და უარის თქმას ნატოში გაწევრიანების სურვილზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია