„უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოვრიცხოთ“ – რადოსლავ სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებით, მისმა ქვეყანამ ში ჯარების გაგზავნა არ უნდა გამორიცხოს.
პოლონურ მედიასთან ინტერვიუში კითხვაზე, მზად იყო თუ არა პოლონეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნისთვის, სიკორსკიმ უპასუხა : „ეს არ უნდა გამოვრიცხოთ“.
ამასთან, სიკორსკის არ დაუკონკრეტებია, რა როლი უნდა შეასრულონ ასეთმა ჯარებმა.
დასავლური ქვეყნების ჯარების უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადება პირველად საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 26 თებერვალს, პარიზში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ამის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა საკითხზე კონსენსუსი, ჯერჯერობით, არ არსებობს.