უკრაინაში არა მხოლოდ აზერბაიჯანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაესხნენ თავს, არამედ თავდასხმა ჩვენს საელჩოზეც მოხდა სამჯერ. პირველი თავდასხმის შემდეგ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ეს შემთხვევით იყო, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰალმ ალიევმა განაცხადა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანის მთავრობამ ყველა საჭირო დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა.
“ჩვენს რუს პარტნიორებს მივაწოდეთ აზერბაიჯანის ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობის ზუსტი კოორდინატები, მათ შორის, საკონსულო განყოფილების, ჩვენი კულტურული ცენტრებისა და საელჩოსიც. ამის მიუხედავად, თავდასხმა კიდევ ორჯერ მოხდა, რაც ნიშნავს, რომ ეს იყო აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე განზრახ თავდასხმა.
ჩვენ გამოვაქვეყნეთ სპეციალურ განცხადებები, დავიბარეთ ელჩი და მას დიპლომატიური ნოტა გადასცეს. ჩვენ მოქმედებთ მხოლოდ დიპლომატიური არხებით. სხვა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. თუმცა, ეს ბუნებრივად მიიჩნევა აზერბაიჯანის წინააღმდეგ არამეგობრულ ქმედებად. მინდა განვაცხადო, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ ყველა საჭირო დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა,” – თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
tabula.ge




