ში, ჩემი ოჯახის წევრებს, მხოლოდ ტელევიზიით შეეძლოთ ჩემი ნახვა, გთხოვთ, გახსენით სხდომები – კუხარჩუკი იუსტიციის საბჭოს

ფოტოკოლაჟი – ტვ პირველი
ში, ჩემი ოჯახის წევრებს, მხოლოდ ტელევიზიით შეეძლოთ ჩემი ნახვა, გთხოვთ, გახსენით სხდომები – ამ სიტყვებით მიმართა სასამართლო დარბაზიდან იუსტიციის საბჭოს სინდისის პატიმარმა, სერგეი კუხარჩუკმა.
“მე სერგეი კუხარჩუკი, უკრაინის მოქალაქე, მივმართავ სასამართლო დარბაზიდან მაღალ იუსტიციის საბჭოს, რომ დაუშვან საზოგადოებრივი არხები და რეპორტიორები, რომ რაც ხდება გადმოსცენ, სად იმყოფებიან უკრაინის მოქალაქეები მე და რულსან სივაკოვი, ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ ჩემმა ნათესავებმა და ოჯახის წევრებმა, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან და არ შეუძლიათ თბილისში ჩამოსვლა, შეეძლოთ ჩემი სასამართლო სხდომის ნახვა და იყვნენ საქმის კურსში და იმედი მაქვს, რომ სასამართლო ორგანოები ჩემს ამ საჯარო მოთხოვნას გაითვალისწინებენ და უმოკლეს ხანში დააკმაყოფილებენ ჩემს მოთხოვნას. გთხოვთ განცხადების ასლი გადასცეთ სახალხო დამცველს და უკრაინს საელჩოს”, – განაცხადა კუხარჩუკმა.
საქალაქო სასამართლოშ სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი დახურულ კარს მიღმა, ვიდეოგადაღების გარეშე მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა