უკრაინაში ტყვედ მყოფი 207 სამხედრო დაბრუნდა

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლის შედეგად სამშობლოში 207 უკრაინელი სამხედრო დაბრუნდა, იტყობინება „ჰრომადსკე“.
მათ შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, სასაზღვრო სამსახურის, ეროვნული გვარდიისა და პოლიციის მოსამსახურენი.
„ჩვენები სახლში არიან. 207 კაცი. ყველაფრის მიუხედავად, ვაბრუნებთ. გვახსოვს ყველა, ვინც ტყვეობაშია, სამხედრო თუ სამოქალაქო პირი. ყველანი უნდა დავაბრუნოთ და ამაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.
მედიის ცნობით, 207 დაბრუნებულიდან 180 რიგითისა და სერჟანტის წოდებას ატარებს, 27 კი ოფიცერია. მათი უმრავლესობა მარიუპოლის დაცვაში მონაწილეობდა. სახლში დაბრუნდნენ ისინიც, ვინც იბრძოდა კუნძულ ზმეინიზე და სხვა მიმართულებებზე. მათ სანაცვლოდ რუსეთში 195 ტყვე დაბრუნდა.
უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა აღნიშნა, რომ ეს მხარეებს შორის ტყვეთა რიგით 50-ე გაცვლაა, ხოლო სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ში 3035 ტყვე დაბრუნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ