უკრაინის სამხრეთ-დასავლეთში, ზაკარპატიეს რეგიონში, სოფელ კერეცკიში, ადგილობრივმა დეპუტატმა სერგიი ბატინმა, სოფლის საბჭოს სხდომაზე 3 ხელყუმბარა ააფეთქა. შედეგად დაიღუპა 2 და დაიჭრა 11 ადამიანი.
სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ. როგორც უკრაინული მედია იუწყება ბატინი აპროტესტებდა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სოფლის თავმჯდომარეს ყოველთვიური პრემია ენიშნებოდა. კამათის შემდეგ დეპუტატი ოთახიდან გავიდა და რამდენიმე წუთში 3 ხელყუმბარით დაბრუნდა.
54 წლის ბატინი პოლიციამ დააკავა, გამოძიება ტერორიზმის ბრალდებით მიმდინარეობს. დეპუტატს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.