უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი დანაშაულებრივად მოპოვებული აქტივების გამოვლენის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე გახდა

უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი გრიგოლ ქათამაძე კორუფციული და სხვა დანაშაულებებით მოპოვებული აქტივების გამოვლენის და მართვის უკრაინის ეროვნული სააგენტოს (АРМА) ხელმძღვანელის მოადგილე გახდა, ევროინტეგრაციის მიმართულებით. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ელენა დუმამ განაცხადა.
„მოხარული ვარ, მივესალმო გრიგოლ ქათამაძეს ეროვნული სააგენტოს გუნდში, რომელიც დაინიშნა თავმჯდომარის მოადგილედ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში“, – დაწერა მან Telegram-ში.
დუმამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქათამაძეს აქვს საერთაშორისო გამოცდილება და მაღალი დიპლომატიური, ასევე სოციალური, ფინანსური და სამეწარმეო გამოცდილება.
„ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ გრიგოლ შალვას ძე, რომელიც არის უკრაინის მოქალაქე და ნამდვილი პატრიოტი, ღირსეულად წარადგენს ს საერთაშორისო ასპარეზზე თავისი მკაფიო ხედვით და გააძლიერებს სააგენტოს ურთიერთქმედებას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანასთან“, – წერს დუმა.
62 წლის გრიგოლ ქათამაძე ქართველი დიპლომატი და საზოგადო მოღვაწეა. 2009–2013 წლებში იყო საქართველოს ელჩი უკრაინაში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის იანვრამდე იყო VETEK-ის საერთაშორისო საკითხებში საბჭოს თავმჯდომარის, ოლიგარქის სერგეი კურჩენკოს მრჩეველი. 2014 წლის აგვისტოდან – TNK Global Group-ის (საქართველო) დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
2015 წლის 29 მაისიდან – არასამთავრობო ორგანიზაცია „უკრაინის გადასახადის გადამხდელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი. 2019 წლის იანვარში ის აირჩიეს უკრაინის ბიზნეს საბჭოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.
2023 წლის 25 აგვისტოს სააგენტომ გახსნა წვდომა ჩამორთმეული აქტივების რეესტრზე. აგვისტოს ბოლოსთვის სააგენტომ მართვაში დაყადაღებული თანხების რეკორდული ოდენობა მიიღო.
ოქტომბერში АРМА-მ დაიწყო აქტივების მენეჯერების შერჩევა ახალი წესების მიხედვით.