უკრაინაში სარეზიდენტო არჩევნები იქნება – ზელენსკი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ტრამპს შეუძლია მას საუკეთესო შეთანხმება მისცეს, რასაც კი ოდესმე მიიღებს – ტრამპის წარმომადგენელი

უკრაინაში სარეზიდენტო იქნება – ზელენსკი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ტრამპს შეუძლია მას საუკეთესო შეთანხმება მისცეს, რასაც კი ოდესმე მიიღებს – ტრამპის წარმომადგენელი
რუსეთსა და ს შორის კონფლიქტში მთავარ პრობლემას და ე.წ. ოთხი რეგიონი წარმოადგენს, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ამერიკელ ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩემი აზრით ამ კონფლიქტში მთავარი პრობლემა ყირიმი და ე.წ. ოთხი რეგიონია: დონბასი, ლუგანსკი და კიდევ ორი. ისინი რუსულენოვანი რეგიონებია და რეფერენდუმები ჩატარდა, სადაც მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ აჩვენა, რომ ს მმართველობის ქვეშ ყოფნა სურთ. ვფიქრობ, ეს ამ კონფლიქტის მთვარი საკითხია“, – განაცხადა უიტკოფმა.
ამასთან, უიტკოფის თქმით, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს საკითხი უკვე შეთანხმებულია.
„დიახ იქნება. ამაზე უკვე შეთანხმდნენ და უკრაინაში არჩევნები იქნება. ვფიქრობ, ზელენსკი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია. ის ძალიან რთულ მდგომაროებაშია, მაგრამ წინააღმდეგობას ბირთვულ სახელმწიფოს უწევს, რომელსაც ოთხჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს. ახლა შეთანხმების მისაღწევად საუკეთესო დროა და პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია მას საუკეთესო შესაძლო შეთანხმება მისცეს, რასაც კი ოდესმე მიიღებს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
წყარო: ipn.ge