უკრაინაში სამედიცინო კანაფი ლეგალური გახდა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის კანონს ხელი მოაწერა. ახალი კანონი ძალაში მიმდინარე წლის ივლისში შევა.
ახალი კანონი კანაფის სამედიცინო, სამეწარმეო და სამეცნიერო მიზნებით გამოყენებას ლეგალურს ხდის.
უკრაინის რადამ კანონს მხარი 2023 წლის 21 დეკემბერს დაუჭირა. რამდენიმე დღეში იულია ტიმოშენკოს პარტიამ ბატკივშინამ პარლამენტში რეზოლუცია შეიტანა. რეზოლუციის მიხედვით, პარტია მოუწოდებდა უმაღლეს რადას, გაიწვიოს მარიხუანის ლეგალიზების გადაწყვეტილება. საბოლოოდ ბატკივშინას ინიციატივა ჩავარდა.
ში მარიხუანის რეკრეაციული მოხმარება და გავრცელება კვლავ დანაშაულად რჩება.
სამედიცინო კანაფისგან დამზადებული პრეპარატების მიღება კი მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი ელექტრონული რეცეპტით იქნება შესაძლებელი.