უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია – ფრონტზე 76 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა

უკრაინაში, სადაც საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია, საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში რაკეტებითა და დრონებით შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო ჩაირთო.
4-ჯერ დაიბომბა არტილერიითა და ქვემეხებით სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაფიქსირდა 15 აფეთქება. საჰაერო თავდაცვამ ოლქში რუსული დრონი გაანადგურა.
დაიბომბა ნიკოპოლის რეგიონი დნიპროპეტროვსკის ოლქში, დაფიქსირდა აფეთქებები მიკოლაივშიც.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფრონტზე თავდაცვის ძალებსა და რუსულ ჯარებს შორის, 76 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
ს თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოგიუმ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა, ქალაქ მარინკაზე სრული კონტროლი მოიპოვეს. ში კი აცხადებენ, რომ მარინკასთვის ბრძოლა გრძელდება და მის სრულ დაპყრობაზე საუბარი არასწორია.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ყირიმში რუსული სადესანტო გემი გაანადგურეს, რომელსაც საჰაერო ძალების ინფორმაციით, “შაჰედის” ტიპის დრონები გადაჰქონდა. მანამდე ყირიმში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა, ოკუპანტებმა ს ხიდზე მოძრაობაც შეაჩერეს.
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა, უმაღლეს რადას მობილიზაციისა და სამხედრო აღრიცხვის გაუმჯობესების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. კანონპროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, გაწვევის ასაკის 27-დან 25 წლამდე შემცირებასაც ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა

ლოურენს უილკერსონი: მე ლონდონს ვაშინგტონის ფინიას ვეძახი, ეს სწორი შეფასება მგონია. ბრიტანეთი სულ მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს მათი შემხედველი დავფიქრდი – საერთოდ უნდა გამიხარდეს თუ არა ბრიტანეთზე საუბარი, ისინი ჩვენ ფინიად იქცნენ

კოალიცია, რომელიც ახლა იკრიბება და მე მას BRICS+-ს ვეძახი, აერთიანებს 60 ტრილიონის მოცულობის მშპ-ს. ეს კოალიცია დაგვამარცხებს, ეს მხოლოდ დროის ამბავია, ჩვენ დამარცხება გვიწერია და ამას ვერც კი ვხედავთ – პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი