უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება – ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 1 და დაშავდა 8 ადამიანი

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ქვეყნის საჰაერო ძალებმა, ინფორმაცია გაავრცელეს ოკუპანტების მიერ სამხრეთის მიმართულებით გაშვებული დრონების შესახებ. შესაძლო თავდასხმის გამო, რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაშიც გამოცხადდა.
რუსულმა ჯარებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, დაიღუპა 1 და დაშავდა 8 ადამიანი, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაიბომბა სუმის ოლქის 5 სასაზღვრო დასახლება. გასული დღე-ღამის განმავლობაში, მოხდა 70 აფეთქება. საჰაერო თავდასხმა განხორციელდა ნიკოლის რეგიონზეც.
რაც შეეხება დახმარებას, პენტაგონმა კონგრესს მოუწოდა, რომ უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დაფინანსების შესახებ პრეზიდენტის მოთხოვნა, რაც შეიძლება მალე მიიღოს. შტატები უკრაინას დამატებით, ენერგეტიკული სისტემის გასაძლიერებლად, 500 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა