უკრაინაში რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

უკრაინაში რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. მომხდარის გამო, კიევში გლოვის დღე გამოცხადდა და დედაქალაქის მასშტაბით დროშები ნახევრად დაუშვეს.
როგორც Reuters წერს, ეს წელს ს მიერ კიევზე განხორციელებული ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა. მათივე ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 440 დრონი და 32 რაკეტა გაუშვა, რამაც არაერთი საცხოვრებელი კორპუსი მნიშვნელოვნად დააზიანა.
დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სამძებრო ოპერაცია გრძელდება და დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და ფართების საკუთრებაში გადაცემა – დაზარალებულია 161 მოქალაქე, ზარალის ღირებულება 11 მლნ ლარს აღწევს

ახლობლების ინფორმაციით, 20 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გორში, სავარაუდოდ, მეუღლემ, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება