უკრაინაში რუსი ოპოზიციონერის სახლზე რუსული დრონით იერიში მიიტანეს

რუსეთმა ში მცხოვრები რუსი ოპოზიციონერის, ილია პონომარევის სახლზე კამიკაძე დრონებით იერიში მიიტანა.
“როგორც ჩანს, დღეს მეორე დაბადების დღე მქონდა. თავდასხმის რიგით მეხუთე მცდელობა განსაკუთრებით არასტანდარტული და გაცილებით შედეგიანი აღმოჩნდა. დეტალებს მოგვიანებით დავწერ”. – წერს სოციალურ ქსელ X-ში პონომარევი.
პოლიტიკოსმა და მისმა ცოლმა დაზიანებები მიიღეს, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ილია პონომარევი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელიც 2014 წლიდან ემიგრაციაში ცხოვრობს. ოპოზიციონერმა 2014 წლის მარტში ს ანექსიის წინააღმდეგ მისცა ხმა, რამდენიმე თვეში ის -ში გაემგზავრა, სადაც 2 წელი ცხოვრობდა. 2015 წლის აპრილში პონომარევს ს გენერალურმა პროკურატურამ დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა, იმავე წლის ოქტომბერში ყოფილ დეპუტატს დაუსწრებლად პატიმრობა მიესაჯა. 2016 წლიდან ცხოვრობს უკრაინაში, არის უკრაინის მოქალაქე.

ასევე დაგაინტერესებთ