უკრაინაში რუსი ოპოზიციონერის სახლზე რუსული დრონით იერიში მიიტანეს

რუსეთმა უკრაინაში მცხოვრები რუსი ოპოზიციონერის, ილია პონომარევის სახლზე კამიკაძე დრონებით იერიში მიიტანა.
“როგორც ჩანს, დღეს მეორე დაბადების დღე მქონდა. თავდასხმის რიგით მეხუთე მცდელობა განსაკუთრებით არასტანდარტული და გაცილებით შედეგიანი აღმოჩნდა. დეტალებს მოგვიანებით დავწერ”. – წერს სოციალურ ქსელ X-ში პონომარევი.
პოლიტიკოსმა და მისმა ცოლმა დაზიანებები მიიღეს, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ილია პონომარევი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელიც 2014 წლიდან ემიგრაციაში ცხოვრობს. ოპოზიციონერმა 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსიის წინააღმდეგ მისცა ხმა, რამდენიმე თვეში ის -ში გაემგზავრა, სადაც 2 წელი ცხოვრობდა. 2015 წლის აპრილში პონომარევს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა, იმავე წლის ოქტომბერში ყოფილ დეპუტატს დაუსწრებლად პატიმრობა მიესაჯა. 2016 წლიდან ცხოვრობს უკრაინაში, არის უკრაინის მოქალაქე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – გასაგებია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიმიტირებულია, მაგრამ რაც “ქართულმა ოცნებამ” იკადრა, წარმოუდგენელი იყო, დავინახეთ ილია მეორის ავტორიტეტზე კაპიტალიზების მცდელობა – ის ყველას პატრიარქი იყო, არავის არჩევდა

გია ხუხაშვილი: იქ უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდიას მეუღლე. ამ ადამიანებს პატრიარქი ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს ისტორიაში