უკრაინაში რუსეთის 8 ივლისის თავდასხმას, სულ მცირე, 42 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის გუშინდელ საჰაერო იერიშს უკრაინის ტერიტორიაზე, სულ მცირე, 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 206-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
როგორც Kyiv Independent წერს, გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. მასობრივი თავდასხმა უკრაინის ქალაქებზე გუშინ 8 ივლისს დილის საათებში დაიწყო. მხოლოდ კიევში დაბომბვას 30-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, დაიღუპა 4 ბავშვი.
გამოცემა წერს, რომ დღეს დასრულდა სამაშველო ოპერაცია კიევში მდებარე ბავშვთა საავამყოფოს ტერიტორიაზეც, სადაც რუსული ჭურვი გუშინ ონკოლოგიურ და რეანიმაციულ განყოფილებას დაეცა. გუშინვე კიევში დაიბომბა სამშობიაროც.
უკრაინული მედიის ცნობით, სამედიცინო დაწესებულების დაბომბვისას დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ექიმი და დაშავდა 32 მოქალაქე. 8 ბავშვს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.
გუშინ, 8 ივლისს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე ქალაქი დაბომბა. უკრაინული მხარის განცხადებით, ჭურვები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, საცხოვრებელ სახლებს დაეცა. ს მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან სამი ქალიქასა და ერთი ბავშვის ცხედარი ამოასვენეს.

ასევე დაგაინტერესებთ