უკრაინაში რუსეთის შეჭრის 3 წლისთავზე, „უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის გმირ-მებრძოლთა პატივსაცემად“ ლისის ტბის მიმდებარედ მონუმენტი ყვავილებით შეამკეს

უკრაინაში ს შეჭრის 3 წლისთავზე, „უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის გმირ-მებრძოლთა პატივსაცემად“ ლისის ტბის მიმდებარედ მონუმენტი ყვავილებით შეამკეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
მათი ცნობით, ცერემონიას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და სამხედრო ატაშეების ასოციაციის, უკრაინული თემის და ორგანიზაციის – Plast in Georgia/ პლასტი საქართველოში წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„დღეს, 24 თებერვალს, ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან 3 წლისთავზე, უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის გმირ-მებრძოლთა პატივსაცემად ლისის ტბის მიმდებარედ, სარეკრეაციო პარკში გაიმართა მონუმენტის ყვავილებით შემკობის საზეიმო ცერემონია.
ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და სამხედრო ატაშეების ასოციაციის, უკრაინული თემის, Plast in Georgia/ პლასტი საქართველოში წარმომადგენლები.
უკრაინელების სრულმასშტაბიანი წინააღმდეგობის, გამბედაობისა და შეუპოვრობის სამი წელი…
ჩვენ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ყველას, ვინც იბრძოდა თავისუფლებისთვის. ჩვენ გვახსოვს დღეს თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი. მადლობას ვუხდით კერძო კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ეს შედეგი დგება, როცა დადიხარ უცხოს და არა შენი ხალხის ჭკუაზე – ისინი მშვენივრად, ტკბილად არიან, ახლახან ვნახეთ მიხეილ როთის ფოტო, რომელიც მზეზე ირუჯება და ძალიან კარგად არის თავის პენსიაზე პოლიტიკიდან

შალვა პაპუაშვილი – უვიზო მიმოსვლის შეჩერების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, თუმცა თუკი თავნებობას და უსაფუძვლო გადაწყვეტილებებს ექნება ადგილი, ჩვენ ამის წინასწარ განჭვრეტა არ შეგვიძლია