უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავზე პარტნიორი ქვეყნების ლიდერები კიევში ჩავიდნენ

უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავზე კიევში პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ჩავიდნენ. რუსულ აგრესიასთან ბრძოლაში უკრაინის ლიდერს მხარდაჭერა კანადის პრემიერმა, იტალიის პრემიერმა, ბელგიის პრემიერმა და ევროკომისიის თავმჯდომარემ გამოუცხადეს.

მ იტალიასა და კანადასთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმა. მანამდე შეთანხმება სთან, გერმანიასთან, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთთან გაფორმდა.

ომის მეორე წლისთავზე უკრაინაში ჩავიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ანალენა ბერბოკი ოდესაში უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან ერთად იმყოფებოდა. ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანებული პორტი და ფერისცვალების ტაძარი მოინახულეს, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ ეს უკრაინაში ბერბოკის მეექვსე ვიზიტია.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – ღვთის მიერ ვართ ამქვეყნად წარგზავნილნი, რომ ვიცხოვროთ უფლის მცნებებით, რაც გვაახლოებს მოციქულებთან, განსაკუთრებით, პეტრესა და პავლესთან – ისინი გვასწავლიან: თუ შესცოდე, მოინანიე, თუ დაეცი, ადექი, სულის სისუსტე თუ გამოავლინე, გამაგრდი