უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრამ კლიმატს 32 მილიარდი დოლარის ზიანი მიაყენა

უკრაინაში ს სამხედრო შეჭრის ორი წლის განმავლობაში, პლანეტაზე კლიმატს 32 მილიარდი დოლარის ზიანი მიადგა. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაცია GHG-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში ომის დროს სათბურის გაზების გამოყოფის შესახებ.
ანგარიშის თანახმად ომის შედეგად გამოყოფილი სათბურის გაზები შეადგენდა 175 მილიონ ტონას ნახშირორჟანგის ეკვივალენტს (CO2e), მათ შორის მეთანს და ყველაზე ძლიერ სათბურის გაზს, გოგირდის ფტორიდს. ეს უფრო მეტია, ვიდრე წელიწადში ნიდერლანდის მთელ ემისია, ან გზებზე 90 მილიონი ბენზინზე მომუშავე ახალი მანქანების გამოშვება, ან 260 ქვანახშირის ელექტროსადგურის მშენებლობა.
რუსეთი აგრესიის შედეგად გამოყოფილი სათბურის გზების მესამედზე პასუხისმგებლობა უშუალოდ სამხედრო მოქმედებას ეკისრება. აქ იგულისხმება საბრძოლო მასალის გამოყენება და წარმოება, ფრონტის ხაზზე თავდაცვითი სტრუქტურების მშენებლობა და სამხედრო ტექნიკის მიერ დამწვარი საწვავი. ამ უკანასკნელზე მოდის რუსეთის მიერ 35.2 მილიონი ტონა, ხოლო უკრაინის მიერ 9.4 მილიონი ტონა CO2e-ს გამოყოფა.
სათბურის გაზების ემისიების დიდი ნაწილის მოდის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით. კვლევაში აღნიშნულია, რომ მხოლოდ Nord Stream 2-ის აფეთქებამ გამოიწვია 14,6 მილიონი ტონა CO2e-ის გამოყოფა. ფრონტის ხაზის ორივე მხარეს ხანძარმა 1,2 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყე, სახნავი მიწა და შენობა დააზარალა, რამაც თითქმის 20 მილიონი ტონა CO2e-ის გამოყოფა მოახდინა.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში მოსთხოვა რუსეთს რეპარაციის გადახდა. 2024 წლის აპრილში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად გარემოზე მიყენებული მიყენებული ზიანის რეესტრი გაიხსნა.