უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი და აფხაზეთის ომის ვეტერანი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი, აფხაზური ორგანიზაცია „არუაა“-ს უმაღლესი საბჭოს წევრი, 1992–93 წლების აფხაზეთის ომის ვეტერანი, დამეი კვიცინია დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციამ გაავრცელა.
აფხაზეთის მკვიდრები რუსეთის “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში” მონაწილეობენ როგორც რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეებად, ასევე მოხალისეებად.
რამდენიმე თვის წინ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ “სვოს” ზონაში აფხაზეთიდან 70-ზე მეტი მოხალისე დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა