უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი დაიღუპა

რუსეთის ომში უკრაინის ტერიტორიაზე, რომელსაც მოსკოვი “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს კიდევ ერთი აფხაზი ემსხვერპლა.
ბესლან ტარბა, აფხაზური მედიის ცნობით, რუსეთის მხარეს იბრძოდა.
უკრაინაში მიმდინარე ომში დაახლოებით სამი კვირის წინ აფხაზეთიდან მოხალისე მებრძოლიც დაიღუპა.
აფხაზეთის მკვიდრები რუსეთის “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში” მონაწილეობენ როგორც რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეებად, ასევე მოხალისეებად.
რამდენიმე თვის წინ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ “სვოს” ზონაში აფხაზეთიდან 70-ზე მეტი მოხალისე დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?