ოფიციალური კიევის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლის შემდეგ, სამთავრობო უწყებებმა რუსეთის მიერ უკრაინის გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 8,000-ზე მეტი შემთხვევა დაარეგისტრირეს. უკრაინული მხარე ამას უწოდებს გარემოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, რადგან ხდება წყლის რესურსების დაბინძურება, წყლის ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განადგურება, ნიადაგის დანაგვიანება და ტყის ხანძრები. ეს ყველაფერი რუსეთის ომის შედეგია.
უკრაინის გარემოს დაცვის მინისტრის, სვიტლანა გრინჩუკის თქმით, ამ 8,000 შემთხვევის ფინანსური ეკვივალენტი 85 მილიარდ ევროზე მეტია. აქ არ შედის იმ ტერიტორიებისთვის მიყენებულ ზიანს, რომლებიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული და, შესაბამისად, უკრაინას წვდომა არა აქვს. მინისტრის ინფორმაციითვე, მათ მიერ შეფასებულ დანაკარგებში ასევე არ შედის ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ბოლო თავდასხმა და მისი უსაფრთხოების ზღუდის დაზიანება.
გრინჩუკის განცხადებით, მიუხედავად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენის შესაძლებლობისა, გარემოს აღდგენა გაცილებით რთული საკითხია, რადგან „ეკოსისტემისა და ბუნებრივი ობიექტების ნაწილი ომამდელ მდგომარეობას ვეღარ დაუბრუნდება“.
ცნობისთვიუს, უკრაინის გარემოს დაცვის სამინისტრო ქვეყნის ბუნებრივი ეკოსისტემის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების დღიდანვე აღრიცხავს.
