უკრაინაში რუსების სარაკეტო თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში, რუსების მიერ დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა.
ს საქალაქო ხელისუფლების განცხადებით, უკრაინის დედაქალაქში თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 25 დაშავდა.
კრივი-რიჰის მერის, ალექსანდრ ვილკულის ინფორმაციით, ქალაქში 10 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.
დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკში კი, ს სარაკეტო დარტყმის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, რუსულმა ძალებმა ს 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტიეს.
„რუსმა ტერორისტებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს მასიური სარაკეტო შეტევა უკრაინაზე. სხვადასხვა ქალაქები – კიევი, დნიპრო, კრივი რიჰი, სლოვიანსკი, კრამატორსკი. 40-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა და ბავშვთა საავადმყოფო“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, რუსეთის თავდასხმებს წერტილი მთელმა მსოფლიომ ერთიანი ძალისხმევით უნდა დაუსვას.
„მთელმა მსოფლიომ უნდა გამოიყენოს მთელი თავისი მონდომება, რათა საბოლოოდ დაასრულოს რუსულ დარტყმები. პუტინს მოაქვს მკვლელობა. ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია მოვიტანოთ ნამდვილი მშვიდობა და უსაფრთხოება“, – აცხადებს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – საგამოძიებო კომისია არის დაჭერის ფორმალური წინაპირობა, წულუკიანს იარაღის მაგივრად ადამიანებს უდებენ ჯიბეში – უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მე არათუ ციხისთვის, არამედ ტყვიისთვისაც ვარ მზად

ლევან ცუცქირიძე – ხვალ რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, არ უნდა ვიყოთ მზად? – დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში, რომელშიც მეტ-ნაკლებად სამართლიანი გარემო იქნება, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო დამაჯერებლად დამარცხდება