უკრაინაში რთული ვითარებაა დიდთოვლობის და ქარბუქის გამო

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის დიდ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქ კიევში, საფრთხის მეორე, ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა დიდთოვლობის და ქარბუქის გამო.
ქარიშხალმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებით, 2 019 დასახლებული პუნქტი ენერგომომარაგების გარეშეა დარჩენილი.
რთული ვითარებაა საავტომობილო გზებზე. მხოლოდ ოდესის ოლქში, დაახლოებით ორ საათში აღირიცხა 70-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა. უკრაინის ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან. ქვეყნის მასშტაბით, დროებით დაკეტა 14 ავტომაგისტრალი.
ს და ოდესის გარდა, რთული ვითარებაა ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, კრივოი როგის, პოლტავის, ჩერნიგოვის და დონეცკის ოლქებში. რთული ვითარებაა უკრაინის ანექსირებულ ნაწილში, ს ნახევარკუნძულზეც. შტორმის გამო დატბორილია არაერთი რაიონი. ქარიშხალმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. ენერგომომარაგების გარეშე დარჩა ნახევარი მილიონი ადამიანი.
შტორმია შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზეც. განსაკუთრებით დაზარალდა ს ახალი ბულვარი და მისი მიმდებარე ტერიტორია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზღვაზე 8-ბალიანი შტორმია.
ოკუპირებულ აფხაზეთში 7-ბალიანი შტორმია გაგრის აკვატორიაში. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესი“ წერს. მისი ინფორმაციით, დაზიანებულია სანაპიროს ინფრასტრუქტურა და ახლომდებარე სახლები. სტიქიამ დააზარალა სოხუმის სანაპიროც.
შავ ზღვაზე შტორმის გამო რთული სიტუაციაა ს ქალაქ სოჭსა და მის ახლომდებარე რაიონებშიც.