უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ლეგიონი” ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დაღუპულები არიან ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია, რომლებიც აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ.

მათივე ცნობით, ჟვანია და წიკლაური “ქართული ლეგიონის” შემადგენლობაში ში 2014 წლიდან იბრძოდნენ.

“ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. დიდება გმირებს!” – წერია მათ განცხადებაში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელმა, მამუკა მამულაშვილმა თქვა, რომ ჯარისკაცები აღმოსავლეთით დავალებაზე იყვნენ გასულები, რა დროსაც აფეთქებას ემსხვერპლნენ.
“გუშინ, გამთენიისას აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. ისინი “ქართული ლეგიონის” ძველი მებრძოლები იყვნენ, ძალიან ერთგული ადამიანები, დიდი გამოცდილება ჰქონდათ ომში”, – ამბობს . მისივე ცნობით, იგეგმება ჯარისკაცების საქართველოში გადმოსვენება: “ახლა ექსპერტიზა უტარდებათ, შემდეგ გადმოასვენებენ კიევში და აქ იქნება გამომშვიდობება”.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯანმო – საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა – 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 – მსუქანი – აუცილებელია სიმსუქნის პრევენციისა და კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკა