უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, დაჭრილია ცხრა -„ქართული ლეგიონი“

დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, დაჭრილია ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.