უკრაინაში ომი დაიღუპა რუსეთის მხარეს მებრძოლი ოკუპირებული აფხაზეთიდან, დამეი კვიცინია, სახმისით „ბატია“. ინფორმაციას ვეტერანეთა ორგანიზაცია „არუაა“ ავრცელებს, კვიციანია ორგანიზაციის საბჭოს წევრი იყო.
კვიცინია რუსეთის შეიარაღებული ძალების ალექსანდრე ნეველის სახელობის სადაზვერვო-შემტევი ბრიგადის, მოხალისეთა კორპუსში მსახურობდა.
„ის დრონის თავდასხმისას დაიღუპა, როდესაც დაჭრილი თანამებრძოლები გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან”, – იტყობინებიან Telegram-ის არხები.
დამეი კვირიცინია აფხაზი მწერლის ნიკოლოზ კვიცინიას ვაჟი იყო. 1989 წლიდან ის „აიდგილარას სახალხო ფორუმის“ აქტივისტი იყო. იბრძოდა აფხაზეთის ომში და როგორც ირმწმუნებიან, ის იყო ერთ-ერთი მათ შორის, ვინც საქართველოს Су-25 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო.
2014-2018 წლებში კვიცინია დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწედ მუშაობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებსთან თანამშრომლობის მიმართულებით.
“აქტიურად მონაწილებდა ყველა პოლიტიკურ პროცესი, პატრიოტი და მზრუნველი ადამიანი, ყოველთვის მზად იყო დაეხმარებოდა ყველას, ვისაც მისი მხარდაჭერა სჭირდებოდა“, – ნათქვამია “არუაა”-ს განცხადებაში.
უკრაინის ომში რუსეთის მხრეს იბრძოდა დამეი კვიცინიას უფროსი ვაჟი, ნიკოლაიც, რომელიც ერთ წელზე მეტია, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
უკრაინაში რუსეთის მხარეს ომში აქციურად მონაწილეობენ მებრძოლები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ე.წ სამხრეთ ოსეთიდან. ათობით მათგანი დაიღუპა, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ფორუმი




